30, იანვარი 2017 08:28:00
დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმნია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ბათუმში, თუმცა მუნიციპალიტეტებში საგაკვეთილო პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონის სკოლებში იძულებითი არდადეგები არ დაიწყება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტებიდან მიიღეს იმის პირობა, რომ ხვალ ყველა სასწავლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზა სრულად გაიწმინდება, შესაბამისად, სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არის. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ბათუმის მასშტაბით დღეს 4 მათგანში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. იმ სკოლებში, სადაც საგაკვეთილო პროცესი არ შედგა, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება.