21, ოქტომბერი 2017 12:12:00
ბათუმის 45 ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების შემოწმების გარეშე მისცა. ამის შესახებ განცხადება ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთა. აღნიშნულზე საჩივარი უკვე შედგენილია. ამომრჩეველი, რომელმაც ხმა პროცედურის გარეშე მისცა ამავე უბნის დამკვირვებელია.