07, ნოემბერი 2017 20:01:00
მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის წევრებმა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვას ისევ ითხოვენ. ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დაპირება მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. ნადირობის სეზონი მარტის ბოლოს იწურება. იმ შემთხევაში თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მონადირეები მთავრობის სახლთან კარვების გაშლას და ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას ეგეგმავენ.აქციის მონაწილეებს მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა