ოთხშაბათი 13, დეკემბერი 2017

კვირიკაშვილის განცხადება

07, დეკემბერი 2017 17:10:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა დროულად გააანალიზონ მომხდარი და მოკლე დროში გაატარონ ზომები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაციდებლად. მისივე განმარტებით, პირველ რიგში სახელმწიფომ და მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან, რომ უნდა გაიგონ მათი აზრი, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძალადობის და ზოგადად იმ პრობლემების არიდება, რომლებიც ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. პრემიერმა უპირველესად განათლების მინისტრს მიმართა დაიწყონ მსგავსი დიალოგები ახალგაზრდებთან. აღნიშნა, რომ მხოლოდ ტომებად დაწერილი სტრატეგიები შედეგს არ მოიტანს და აუცილებელია ისეთი ზომების გატარება, რომ სკოლა და სასწავლებლის შემოგარენი იყოს მაქსიმალურად დაცული. საჭირო ზომების გატარებისკენ კვირიკაშვილმა მოუწოდა  შინაგან საქმეთა  და იუსტიციის მინისტრებსაც.