07, თებერვალი 2018 14:08:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ბრალდებით, საქმე ეხება სამინისტროს 2014-2016 წლების ხეხილის ნერგებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელშიც უწყებამ 1 მლნ 199 200 ლარი დახარჯა. ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, შეძენილი ნერგების ნაწილი გაცემულია მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებზე. მაგალითისთვის მას ბათუმის საკრებულოს წევრზე ირაკლი მიქელაძე მოჰყავს, რომელზეც 35 ცალი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგია გაცემული, ხულოს საკრებულოს წევრზე იზოლდა სურმანიძეზე გაცემულია 330 ძირი მოცვი და 255 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი. ნერგები გაიცა ბათუმში, რუსთაველის, გორგილაძის, ჭავჭავაძის, თავდადებულის, ხიმშიაშვილის და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე მცხოვრებ პირებზე.