13, თებერვალი 2018 14:06:00
დღეს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღი 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა, რაც 1946 წელს ამ დღეს გაეროს რადიოს შექმნას უკავშირდება. მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წელს, თბილისში. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა. დღეს საქართველოში 30-ზე მეტი რადიოსადგური მაუწყებლობს.