14, თებერვალი 2018 20:04:00
„დაიცავი 1210-ე“, „შუშა არ უდრის მონობას“, „გვამებით სავსე ქალაქი“- ევროპის მოედანზე ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობის სახლთან შეკრებილებმა, ხელისუფლება შრომის უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულეს. 2011 -17 წლების სტატისტიკის თანახმად, 1 209 მუშა სამშაო შესრულებისას დაიღუპა ან დასახიჩრდა, რომლებიც მათი მოსაზრებით, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო დაზარალდა. მსგავსი მოთხოვნებით აქცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიამრთა.