27, თებერვალი 2018 17:05:00
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ხვალიდან იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონზე დარღვევის 36 შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც გატარდა. საუბარია დაურეგისტრირებელი იარაღით ნადირობის ფაქტებზე, ასევე, მონადირეები, რომლებსაც აუცილებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. კანონდამრღვევები 500-დან შვიდას ლარამდე ჯარიმდებიან.