13, თებერვალი 2017 08:15:00
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, დიაგნოსტიკური ცენტრის ყოფილი შენობის დანგრევის საკითხზე შპს „დარ ბილდინგი“ განცხადებას აკეთებს. კომპანიის წარმომადგენელმა ის დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე ობიექტის დემონტაჟის ნებართვა მერიიდან ჰქონდათ. მათ შორის 2016 წლის 29 ნოემბერს ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმად, კომპანიას ნაგებობის დემონტაჟი 25 თებერვლამდე უნდა დაესრულებინა. საპირისპიროს აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში. ამბობენ, რომ შესაბამისი ნებვართვა არ იყო გაცემული. ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი კი განმარტავს, რომ ერმაკოვის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს აკლდა სანებართვო მოწმობა, რომლის გარეშეც დემონტაჟის ნებართვას იურიდიული ძალა ვერ ექნებოდა. ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში.