06, აპრილი 2018 14:05:00
დღეს წითელი პარასკევია. ეს დღე მორწმუნებისთვის განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სწორედ ამ დღეს იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. ქყვეყნის მასშტაბით, მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, ამ წუთებში მწუხრის ლოცვა აღევლინება. დღესვე მორწმუნეები კვერცხს წითლად ღებავენ და სადღესასწაულო პასკას აცხობენ. აღდგომის მარხვა 19 თებერვალს დაიწყო და კვირას, 8 აპრილს დასრულდება