17, აპრილი 2018 14:14:00
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მცხოვრები დიასამიძეების და ბერიძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი უვადოდ გადაიდო. მიზეზი პროტესტი გახდა. ოჯახის წევრებმა ბათუმი - სარფის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გამოსახლების პროცესი დილით დაიწყო, სამართალდამცველებს და შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ოჯახის წევრების თქმით, სახლის გაყიდვა თაღლითური გზით მოხდა.