01, მაისი 2018 14:06:00
საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. სადავო ნორმის თანახმად, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილება, მაშინ, როცა კერძო მესაკუთრეს სახელმწიფოს წინაშე მთელი ვალდებულებები გააჩნია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაცია დისკრიმინაციულია. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლიგია განიხილავს.