03, მაისი 2018 17:04:00
„ერთი დღე პროკურორად"- პროექტის ფარგლებში მოსწავლეები და სტუნდეტები პროკურატურის მუშაობის სპეფიციკას გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს სხვადასხვა თემატიკაზე ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტი მიზნად ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდას და საზოგადოებაში პროკურატურის საქმიანობის ნდობის ამაღლებას ისახავს. აქტივობაში 12-მდე მოსწავლე და სტუდენტია ჩართული. პროკურატურა აღნიშნულ პროექტს მეათე წელია ახორციელებს.