11, მაისი 2018 14:06:00
„გადაიღე საქართველოში“- პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ტელესერიალის გადაღებები დაიწყება. “Inside Edge” - ასე ჰქვია ქართულ-ინდურ კინოპროდუქციას, რომლის გადაღებები პირველ სექტემბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და მის შემოგარენში გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში 15 განაცხადია დაფიქსირებული. გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, 6-ზე კი მუშაობა მიმდინარეობს. პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული, ერთიც კი ამერიკული. „გადაიღე საქართველოში“ პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.