24, მაისი 2018 14:02:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ოპელის მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შეჯახების შეედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილობრივთა თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობის მარეგულირებელი არ არის დამონტაჟებული, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.