26, მაისი 2018 20:39:00
აჭარის პირველობა ჩატარდა დღეს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. შეჯიბრში 65 მოზარდი იღებდა მონაწილეობას. სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფში, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სპეციალური თასებით დააჯილდოვეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი სპორტის ამ სახეობაში, ბათუმში, 6 მაისის პარკში, ყოველწლიურად ტარდება.