20, თებერვალი 2017 17:10:00
ბაზარზე ხორცი 2 ლარით გაძვირდა, მოვაჭრეები ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. ამ დროისთვის ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის შეძენა 12-15 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზატორები ხორცის დეფიციტზეც საუბრობენ. აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ხორცის ნაკლებობა ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობით ექსპორტზე გატანამ გამოიწვია. რეალიზატორები ფასების მომატების ერთ-ერთ წინაპირობასაც სწორედ აღნიშნულ საკითხს უკავშირებენ. მათი მტკიცებით, თუ ხორცის უცხოეთში გადინება გაგრძელდება, ბაზარზე დეფიციტი კიდევ უფრო გამწვავდება და შესაბამისად, გაგრძელდება ფასების ზრდაც.