20, თებერვალი 2017 20:29:00
მარტიდან თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. როგორც მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენციაა. რაც შეეხება დეკლარაციების შერჩევას, ეს პროცესი რამდენიმე პრინციპით წარიმართება: დასაბუთებული წერილობითი განცხადება, შემთხვევითი შერჩევა, და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ 6000 შევსებული დეკლარაციიდან მხოლოდ ნაწილი შემოწმდება. როგორ აფასებენ სიახლეს სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები, მათი ოპონენტები და მესამე სექტორი?