02, ივლისი 2018 14:03:00
“black sea arena” -ზე მაყურებლების წინაშე ინგლისელი შემსრულებელი, მუსიკოსი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი წარსდგა. ქართველი მელომანებისთვის 71 წლის მომღერლის კონცერტი, 30 ივნისსა და 1 ივლის გაიმართა. შესრულდა ყველასათვის ცნობილი ჰიტები. გრემის”, “ოქროს გლობუსის”, “ტონისა” და “ოსკარის” მფლობელმა მსმენელებს ორსაათიანი შოუ პროგრამა შესთავაზა. ელტონ ჯონი საქართველოში ბოლო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.