კვირა 22, ივლისი 2018

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა

12, ივლისი 2018 14:02:00

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები დაახლოებით 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს სამშენებლო ნარჩენებისა და სარეველა ბალახისგან გაწმენდს. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, მერიის კუთვნილებაში კი 2 წლის წინ გადავიდა. უწყება ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე  არ სახელდება როდის დაიწყება სამუშაოები.