28, აგვისტო 2018 20:48:00
ზოგადი განათლების ცალკეული კლასისა და სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დადგინდა. რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. რაც შეეხება გამოცდებს, 2018 წლის 7 -დან 15 სექტემბრის ჩათლით ჩატარდება. საგნების მიხედვით ექსტერნი გამოცდის ჩატარების თარიღებს მოსწავლეებს სკოლა აცნობებს.