30, აგვისტო 2018 20:48:00
გუშინ გვიან ღამით პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე მაღაზია დაიწვა. სამართალდამცველებს ამ დრომდე არ გაურკვევიათ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ხანძარი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია. რამდენად დიდია ზარალი და აანაზღაურებს თუ არა მას ადგილობრივი ხელისუფლება?