30, აგვისტო 2018 20:32:00
3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს დიდი ბრიტანელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი სპეციალისტები ესტუმრებიან. ჩატარდება ლექციები და პრეზენტაციები. ყოველდღიურად, მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები. შემდგომ ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება . აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება . ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება