31, აგვისტო 2018 20:40:00
ხვალ ბათუმობაა. ღონისძიება წელს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სამზადისი აქტიურ ფაზაშია შესული. ხვალ დამთვალიერებლებისთვის 90 - იანი წლების ბათუმი გაცოცხლდება. ბათუმობის აღნიშვნა 14:00 საათზე დაიწყება და ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 19:00 საათზე კი პიაცაზე ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან შეიზღუდა. ,,ბათუმობასთან“ დაკავშირებით, ხვალ ახალი ავტობუსებით მოძრაობა უფასო იქნება, უფასო იქნება ვიზიტორებისთვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებაც.