04, სექტემბერი 2018 20:11:00
საშემოდგომო სესიის ფარგლებში გარდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებებისა, დეპუტატები რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტზე აპირებენ მუშაობას. მათ შორისაა საავტომობილო გზების, წყლისა და მიწის რეფორმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით ნაწილი ცვლილებებისა მიმდინარე პერიოდში დამტკიცდა. დარჩენილ საკითხებზე კი მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე განახლდება. კანონპროექტებზე დავით გაბაიძე ამ ეტაპზე კონკრეტულად არ საუბრობს. ამბობს რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. დოკუმენტები განსახილველად კომიტეტებში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება.