03, ოქტომბერი 2018 14:04:00
ა.ი.პ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს ატარებს. დღეს ტესტირების ეტაპი მიმდინარეობდა. 20 თავისუფალ ადგილზე 560 კანდიდატი იბრძვის. ვაკანტურია დირექტორის- ერთი, უფროსი აღმზრდელის -ერთი და აღმზრდელის 18- პოსტი. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეს. შემდეგ განცხადებების გადარჩევა მოხდა. მესამე ეტაპი ტესტირება ხვალ დასრულდება. მინიმალური ზღვარის გადალახვის შემდეგ კი გასაუბრება გაიმართება.