11, ოქტომბერი 2018 14:07:00
მოქალაქე ბათუმის მერიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს. საქმე, თამარ მეფის დასახლებაში 34-ე ბაღში უფროსი აღმზრდელის ვაკანტურ პოზიციას ეხება. თამარ ნაკაშიძე ირწმუნება, რომ მან კონკურსში ბარიერი გადალახა, თუმცა იმის გამო, რომ კონკურსი ფორმალური ხასიათის იყო, თანამშრომელი ნათესაური კავშირით აიყვანეს. თამარ ნაკაშიძე, ტესტირებაში შეტანილ საკითხებსაც აპროტესტებს, ფიქრობს რომ კითხვები სფეროსთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. ბაღების გაერთიანებაში მოქალაქის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. ამბობენ, რომ თამარ ნაკაშიძემ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.