11, ოქტომბერი 2018 14:03:00
„გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით და წინასახელშეკრულებლო ურთიერთობებში“ თემაზე ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს. მასში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები და ამ სფეროს წარმომადგენლები მონაწილებენ. საუბარი შეეხება გენდერის და სქესის განსაზღვრას, ამკუთხით დისკრიმინაციულ სტერეოტიპებს და მასთან ბრძოლის საკანონმდებლო ჩარჩოებს, ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზეც. ტრენინგის მიზანი პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდაა.