ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

სტომატოლოგიურმა კლინიკამ მოქალაქეები უკბილოდ დატოვა

11, ოქტომბერი 2018 17:09:00

ქობულეთში მცხოვრებლების აქცია იუსტიციის სახლთან. ათეულობით ადამიანი ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელს ტყუილში ადანაშაულებს. მოქალაქეები ირწმენებიან, რომ ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მათ უფასო სერვისი შესთავაზა, კბილები ამოუღეს, რის შემდეგაც  მომსახურება შეუწყვიტეს. მოქალაქეების მტკიცებით, კლინიკის მენეჯერები მათ ეუბნებოდნენ, რომ მომსახურება უფასო იყო და მკურნალობა დაზღვევის ფარგლებში ხდებოდა. სინამდვილეში კი, კლინიკამ თითოეულ პაციენტთან  ბანკში  განვადების ხელშეკრულება გააფორმა. სტომატოლოგმა კი ფულის მიღების შემდეგ მომსახურება შეწყვიტა.


დღის ამბები