ორშაბათი 10, დეკემბერი 2018

ბსუ-ს განათლების სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაციის გავლა ვერ მოახერხა

11, ოქტომბერი 2018 20:03:00

ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტისგანათლების სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაციის გავლა ვერ მოახერხა. შედეგად 11 სტუდენტ სტატუსი შეუჩერდა. რა ტიპის ხარვეზები გამოიკვეთა სასწავლო პროცესში, რის გამოც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აკრედიტაციაზე უარი უთხრა?   


28 წლის როლანდ შავაძე ახლა უკვე სტატუს შეჩერებული დოქტორანტია. იგი ერთ-ერთი მათგანია იმ 11 სტუდენტს შორის, რომელიც სწავლის გაგრძელებას იმ მიზეზით ვერ ახერხებს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწფო უნივერსიტეტის განათლების სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაციის გავლა ვერ მოახერხა. ამბობს, რომ მობილობას სხვა უნივერსიტეტში მისი საქმიანობიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან რეკომენდაციები, რომელიც მათ შენიშვნის სახით მიიღეს შუალედურია. ხარვერზების ჩამონათვალი კი უმნიშვნელო იყო. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმედია აქვთ, რომ ახალ პროგრამაზე მუშაობას მალე დაიწყებენ. იმ სტუდენტებს კი, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ უნივერსიტეტში დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებიან. 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ანათლების სადოქტორო პროგრამა 2008 წელს დაიწყო. 


დღის ამბები