ორშაბათი 22, ოქტომბერი 2018

სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ დააკმაყოფილდა

12, ოქტომბერი 2018 17:10:00

მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ,  სახალხო დამცველის სარჩელი ქობულეთის მერიის წინააღმდეგ  დააკმაყოფილა. უწყებას, მუსლიმთა პანსიონისთვის წყლისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთება დაევალა. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონს წყილისა და კანალიზაციის სისტემაზე დაერთებისთვის თანხა ჰქონდა გადახდილი, მერია აბონენტად აყვანაზე მაინც უარს ეუბნებოდა. სახალხო დამცვლემა მაშინ უწყებას, სისტემაზე დაერთების  რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ქობულეთის იმჟამინდელმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, მისი გათალისწინება საჭიროდ არ ჩათვალა. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ,,ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დაადგინა. ფაქტი ქობულეთში 2014 წელს მოხდა. მოსახლეობამ მუსლიმ თემს, პანსისონის გახსნის საშუალება არ მისცა. უფრო მეტიც, ადგილობრივებმა შენობის კარზე, ღორის თავი მიაჭედეს. გაასაჩივრებს თუ არა ქობულეთის მერია მოსამართლის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე უცნობია.

 


დღის ამბები