ახალი ამბები • 1748004300
ლუკა ნაცვლიშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
საზოგადოება
1748359774

ლუკა ნაცვლიშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაზაშვილმა გამოაცხადა.
პროევროპული აქციების მონაწილის საქმეზე სასამართლო პროცესი ახლადანს დასრულდა. "მოსალოდნელი იყო" - ეს ფრაზა წარმოსთქვა სამოქალაქო აქტივისტმა სასამართლო დარბაზიდან გაყვანამდე.
ნაცვლიშვილი გუშინ, ბათუმში 26 მაისის საპროტესტო აქციაზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.
როგორც მისი თანამებრძოლები და მეგობრები აცხადებენ, დაკავების პროცესში მას არ განუმარტეს, თუ რის საფუძველზე აიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი.

ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს
1746602495

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა