ქობულეთში, საწარმოში მუშაობისას 55 წლის კაცი დაიღუპა

პოლიციის ხაზი, დაჭრა, ლენტი

ქობულეთში, საწარმოში მუშაობისას  55 წლის კაცი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს "თეთროსანში" დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რა დროსაც იგი მწყობრიდან გამოვიდა, მოულოდნელად დაგორდა და კაცი მოიყოლა.

"თავისუფლების ქუჩაზე მდებარე საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები, ასევე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა კომპანიის წარმომადგენლები და საწარმოში დასაქმებული პირები. ასევე, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები."- ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მეტის ნახვა