როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?

დეჰიდრატაცია

ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სახიფათო პრობლემა, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, არის დეჰიდრატაცია — მდგომარეობა, როცა ორგანიზმის მიერ გახარჯული სითხე მიღებულზე მეტია.

დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, მოხუცებსა და სპორტულად აქტიურ ადამიანებში, ის სერიოზულ გართულებებს იწვევს: მათ შორისაა გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, გულისრევა, დაბალი წნევა, შარდის გამოყოფის შემცირება, ძლიერი სისუსტე და ა. შ.

მიზეზები საკმაოდ მარტივია: მაღალი ტემპერატურა, მზის პირდაპირი ზემოქმედება, სხეულის მომატებული ოფლიანობა და სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება.

როგორ ამოვიცნოთ დეჰიდრატაცია?
მაგალითად, პირველადი ნიშნები შეიძლება იყოს პირის სიმშრალე, მომატებული წყურვილი, დაღლილობა და კანის ელასტიკურობის კლება. ასევე, შარდი მუქი ფერის ხდება.

ამავდროულად, ბავშვებში შეიძლება შეინიშნებოდეს ცრემლების არარსებობა ტირილის დროს, პირსახის სიფერმკრთალე ან შფოთვა. ხანგრძლივი დეჰიდრატაცია უკვე აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, თირკმელებსა და გულსისხლძარღვთა სისტემას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების დროული ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება.

როგორ დავიცვათ თავი დეჰიდრატაციისგან?
უპირველესი და მარტივი რეკომენდაციაა — დალიეთ მეტი წყალი. თუმცა მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი, როცა უკვე გამოხატული სიმპტომები გაწუხებთ ან სხეული ინტენსიურად კარგავს ელექტროლიტებს ოფლის მეშვეობით. სწორედ ამ დროს გჭირდებათ სმარტ ელექტროლიტი — ინოვაციური ხსნარი, რომელიც სწრაფად აღადგენს ორგანიზმში დაკარგულ მინერალებსა და სითხეს.

სმარტ ელექტროლიტი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია SmarPharm-ის მიერ, არ არის მხოლოდ წყლის ჩანაცვლების საშუალება. ის არის დაბალანსებული ფორმულა, რომელიც შეიცავს აუცილებელ ელემენტებს: ნატრიუმს, კალიუმს, ქლორსა და მაგნიუმს — ნივთიერებებს, რომლებიც დეჰიდრატაციის დროს ყველაზე მეტად იკარგება. ეს კომპლექსი განსაკუთრებით ეფექტიანია ზაფხულში, სპორტული დატვირთვის შემდეგ ან დიარეის დროსაც კი.

ზაფხულში სასურველია ღია ფერის, მსუბუქი და ფერმკრთალი ტანსაცმლის ტარება, რომელიც მზის სხივებს არ იზიდავს და ოფლიც ნაკლებად გამოიყოფა. ასევე, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში — დაახლოებით 12-დან 4 საათამდე — სჯობს პირდაპირ მზეს მოერიდოთ, დარჩეთ ჩრდილში ან კონდიცირებულ სივრცეში და არ განახორციელოთ ფიზიკურად ინტენსიური საქმიანობა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების ნაკლებად მიღება, რადგან ისინი ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას უწყობს ხელს. სანაცვლოდ, რაციონი ხილითა და ბოსტნეულით უნდა გაამდიდროთ, რადგან ისინი ბუნებრივად შეიცავს წყალს.

მეტის ნახვა