საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა | ისრაელში საქართველოს საელჩო

საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. საელჩოს ცნობითვე, შენობა არ დაზიანებულა.

"ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშაობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა