ახალი ამბები • 1749234701
როდის ჩატარდება მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდები? - განრიგი საგნების მიხედვით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მე-12 კლასში შემავალი საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების განრიგი დაამტკიცა.
დღეს, 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით, სისტემის მიერ შერჩეულ სკოლებში.
გამოცდები 3-7 ოქტომბერს ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
- ქართული ენა და ლიტერატურა – 3 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
- მათემატიკა – 4 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
- ისტორია – 5 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
- სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება – 6 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია –13.00 საათი
- ინგლისური ენა – 7 ოქტომბერი, I სესია – 10:00 საათი, II სესია – 13.00 საათი
განათლების სამინისტროს ცნობით, გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
წყარო: edu.aris.ge

1749024840

1739131407