მზია ამაღლობელი დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

მზია ამაღლობელი

ფოტო: ბათუმელები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება."ბათუმელების" დამფუძნებელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. სავარაუდოდ, მოსამართლე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და ამით დასრულდება 7 თვიანი სასამართლო განხილვები. 

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლოციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

სხდომაზე დასასწრებად მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ამ წუთებში  სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მეტის ნახვა