როგორია გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა

საავადმყოფო

კრიტიკულად მძიმეა იმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გონიოში, მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა