ახალი ამბები • 1750317090
რუსული სიმღერა ქართულ რესტორანში - სკანდალში გახვეული „თამადას“ მფლობელის განმარტება
ახალი ამბები
1719423369
სკანდალში გახვეული რესტორან „თამადას“ მეპატრონე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება. ვიდეოში, ისმის რომ კვების ობიექტში ჩართულია რუსული სიმღერა. კადრები, რომელიც მოქალაქემ ფეისბუქზე ატვირთა, ვირტუალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა და მას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. რესტორნის მეპატრონე, ნათია ცინცაძე ამბობს, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, თუმცა კონკრეტულად ვისგან, არ ასახელებს. ჰყვება, რომ რესტორანში რუსული სიმღერა სტუმრებმა თვითნებურად ჩართეს, რის შესახებაც თვითონ არაფერი იცოდა, პერსონალი კი კვების ობიექტიდან უკვე წასული იყო. ჩვენ დავუკავშირდით თავად თამარ შოშიტაშვილს, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა, მან სატელევიზიო ინტერვიუსგან თავი შეიკავა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა