ახალი ამბები • 1754386614
ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ეხმაურება
ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი თორნიკე რიჟვაძის კომენტარს გამოეხმაურა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს, რომ უკრაინაში სწავლის მიუხედავად, რიჟვაძემ ქვეყნის შეყვარება ვერ შეძლო. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კიევის უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას დოქტორის ხარისხი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. უნივერსიტეტის ცნობით, რიჟვაძემ, დაწესებულებაში, 2015 წელს ჩააბარა ხოლო 2 წლის შემდეგ, საკუთარი სურვილით თავი გაირიცხა.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი. მან 2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გაირიცხა. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა," - ნათქვამია განცხადებაში.

1745312322