"მე ვამახინჯებ თურმე ბათუმს, და რიჟვაძე ჩიქოვანი გალამაზებას შეეწირნენ" | ვაჟა დარჩიას 27 მარტს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილება ახლახან ჩაბარდა

დარჩია

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრ, ვაჟა დარჩიას  27 მარტს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილება ახლახან ჩაბარდა.  დარჩიამ 1000 ლარიანი ჯარიმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. პროევროპული აქციების მონაწილე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერ.

"ჩამაბარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27 მარტის დადგენილება, რომელშიც წერია, რომ სადარბაზოს კარებზე ამ სტიკერის გაკვრისთვის, რომელმაც გამოიწვია ქალაქ ბათუმის იერსახის დამახინჯება, დაჯარიმებული ვარ 1000 ლარით, გესმით ხო?

მე ვამახინჯებ თურმე ბათუმს, და რიჟვაძე ჩიქოვანი გალამაზებას შეეწირნენ, როგორი არ უნდა იყოს ზღვისპირა ქალაქი ამის მაგალითად აქციეს სამწუხაროდ ბათუმი და მე სტიკერით ვამახინჯებ თურმე იერსახეს, აფერუმ თქვენს სამართალს და ვაჟკაცობას!


ეს იმ 11 იანვრის ამბავია, როცა 10მდე ადამიანი დაგვაკავეს ბათუმში, მათ შორის მზია ამაღლობელი!!!"- წერს დარჩია სოციალურ ქსელში. 

პროევროპული აქციის მონაწილემ ქალაქში მდებარე ერთ-ერთი სადარბაზოს კარზე სტიკერი 2025 წლის 11 იანვარს გააკრა. სტიკერის გაკვრის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 27 მარტს გამოაცხადა.  

მეტის ნახვა