ახალი ამბები • 1747899917
ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს
პოლიტიკა
1747929600

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს- "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, პატიმრობა მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა,რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა