Როგორ იგებს “აჭარგანათება” სახელმწიფო შესყიდვებს?

„აჭარგანათება“, ტენდერში, ისევ, უკონკურენტოდ და აუქციონის გარეშე იმარჯვებს. „ქართული ოცნების” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს, სატენდერო კომისიამ, აუქციონის გარეშე გამოავლინა. ტენდერი ქალაქში არსებული განათების სისტემის Led სანათებით ჩანაცვლებას და მათ მოვლა-ექსპლუატაციას გულისხმობს.

საკითხს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო “ გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ. მესამე სექტორში ეჭვი აქვთ, რომ ბათუმის მუნიციპალური „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მიერ, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვა ცალსახად „აჭარგანათებისთვის” იყო მორგებული.

მალხაზ ჭკადუას განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მუნიციპალური ორგანიზაცია ამგვარ პრაქტიკას მიმართავს, ბათუმის თვითმმართველობა კი არ რეაგირებს.

ცნობისთვის, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გარე განათების მოწყობის სამუშაოებში ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის და მისი ოჯახის კომპანიებმა „აჭარგანათებამ” და „განათებამ”, პრაქტიკულად, მონოპოლიური მდგომარეობა დაიკავეს. ბრალდების ადრესატებს საპასუხო კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

მეტის ნახვა