ახალი წელი და სამეზობლო ტრადიციები - როგორ ინარჩუნებენ ერთიანობას ბათუმელი მეზობლები

"მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო" – ალბათ ეს ფრაზა ერთხელ მაინც გსმენიათ. ალბათ, იმასაც გაიგებდით, რომ გაჭირვებისას მეზობელი უფრო ადრე მოგეშველება, ვიდრე ნებისმიერი ახლო ნათესავიო. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოში მეზობლობას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადამიანები დღეს უფრო და უფრო დაშორდნენ ერთმანეთს.

მეტად შეიკეტნენ სახლებში და ერთმანეთისთვის დიდი დროის დათმობას ვეღარ ახერხებენ. აღსანიშნავია, რომ ადრე მეზობლები ახალ წელს ხშირად ერთად აღნიშნავდნენ ან ერთმანეთის მეკვლეები იყვნენ. დღევანდელ რეალობაში კი ეს ყოველივე სულ სხვაგვარადაა.

გადაცემის "შუადღე ბათუმში" სტუმარი ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი საკმაოდ ახალია, მეზობლობის ისტორია არც თუ ისე დიდ პერიოდს ითვლის, ერთიანობის შენარჩუნებას, მაინც ახერხებს.

მეტის ნახვა