20, მაისი 2019 20:01:00
ილია და ორი გიო- საბავშვო ბენდი ქობულეთიდან. სანაპიროზე აჟღერებული ტამტამების ჰანგები და პატარები, რომლებსაც დიდი ამბიციები აქვთ. როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა და რა გეგმები აქვთ ბავშვებს სამომავლოდ?
ილია და ორი გიო- საბავშვო ბენდი ქობულეთიდან. სანაპიროზე აჟღერენული ტამტამების ჰანგები და პატარები დიდი ამბიციებით.
დღის სამი საათია. პატარა მუსიკოსებს რეპეტიციის დრო აქვთ. ადგილი უცვლელია. ქობულეთის სანაპირო.ვიდრე დაკვრას დაიწყებენ, მითითებებს ილია იძლევა.
პატარა ბენდი დიდი ამბიციებით, ტამტამებით ზღვის ტალღებსაც კი ეჯიბრება.
7 წელია რაც ტამტამზე უკრავენ. სამი მეგობრის მიერ სანაპიროზე აჟღერებული ჰანგები გამვლელების ყურადღებას იქცევს.
ბავშვების ყველაზე დიდი გულშემატკივარი ილია ბაბუაა. ტამტამის გარდა პატარა მუსიკოსები სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც უკრავენ.
როგორც ილიამ გვითხრა განსაკუთრებით ბევრი მსმენელი ზაფხულში ჰყავთ . სიამოვნებთ, როცა მათი შემოქმედებით ტურისტები იხიბლებიან.
ქობულეთის პარკში არსებული ღია სცენა პატარა მუსიკოსების საყვარელი ადგილია. ისინი აქ ხშირად იკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. აქვე გაჩნდა ბენდისთვის სახელის დარქმევის იდეაც . ხუმრობით მას ილია და ორი გიო დაარქვეს.