30, მაისი 2019 20:03:00
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქე, რომელიც ხელვაჩაურის მერიისგან დახმარებას ითხოვს. მძიმე მდგომარეობაში მყოფ კაცს მედიკამენტების შესაძენად თანხა არ აქვს. ოჯახი კი სოციალურად დაუცველია. რა დახმარებას გაუწევს მუნიციპალიტეტი უკიდურესა გაჭირვებულებს?
46 წლის მურმან პაქსაძე ხელვაჩაურის მერიასთან ჟანგბადის სპეციალური მოწყობილობით და ეტლით, ფინანსური დახმარების სათხოვნელად მივიდა. კაცი ბე ჰეპატიტითაა დაავადებული. ამბობს, რომ მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხა არ აქვს. მსგავსი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის კი შესაბამისი პროგრამები არც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია.
პაქსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაბამის ფულად შემწეობასაც ღებულობს, თუმცა როგორც ამბობენ, ეს საკმარისი არ არის. მათ სახლში კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფი ჰყავთ.
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირს დღეს ხელვაჩაურის მერი გაესაუბრა და ერთჯერად ფულად დახმარებას დაჰპირდა.
აჭარის ჯანდაცვსი სამინისტროს ინფორმაციით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, მხოლოდ ბე ჰეპატიტის მწვავე შემთხევების, ჰოსპიტალური მკურნალობა ფინანსდება, ქრონიკულ დაავადებებზე კი შეღავათები არ მოქმედებს.