31, მაისი 2019 17:12:00
დაკავებულ მაღლჩინოსნებს ბრალი უკვე წარუდგინათ. ისინი ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. როგორც ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის არჩილ ვანაძისა და ერგასლან ლომაძის წინააღმდეგ 332-ე და 182 -ე მუხლებია აღძრული, რაც დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი მოვალების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. რაც შეეხება ბაგრატ მანველიძეს, თენგიზ პეტრიძეს, ვლადიმერ ხინთიბაძესა და ბექა ხალვაშა ბრალი მხოლოდ 332 მუხლით წარედგინათ. გიორგი ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.