04, ივლისი 2019 20:36:00
ოპოზიციური პარტიების მიმართვა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს. პოლიტიკოსები აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვენ. საქმე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ეხება. განიხილავს თუ არა საბჭო შეთავაზებას ?
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, 8 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ,,ახალი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“,“ ევროპული საქართევლო“,“ ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა“,“ საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ და პოლიტიკური პლატფორმა“ „გირჩი“ მომდევნო ან რიგგარეშე არჩევნების პროპორციულად ჩატარებას მოითხოვენ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თვლიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილება რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს და საკანაონმდებლო ორგანოს კონსულტაციების უმოკლეს ვადაში დაწყებისკენ მოუწოდებენ.
რეგიონში სხვადსხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები შიშობენ, რომ თუ აჭარის უმაღლეს საბჭოში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ეს არჩევნების შედეგებზე უარყოფითად აისახება.
იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდევლო ორგანოში, პოლიტილური პარტიების მიმართვას არ გაითვალისწინებენ, ოპოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით ხელწერილების შეგროცებას გეგმავს.
ხელმომწერებეს შორის არ არის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი ორი პოლიტიკური პარტია. ,,ბურჯანაძე - დმეოკრატებში“ ამბობენ, რომ კონსულტაციები ამ დრომდე გრძლდება, ,,პარტიოტთა ალიანსში“ კი დიკუმენტზე ხლემოწერას უახსლოეს სპერიოდში გემავენ.
საარჩენო სისტემის ცვლილებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველი გუნდის დეპუტატს უმაღლეს საბჭოში. ნინო ჩხეტია პრიორიტეტს არჩევნების არსებული მოდელს ანიჭებს.
მიმართვის ადრესატი განცხადებას დღესვე გამოეხმაურა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცენტრში მიღებული გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოზე ავტომატურად არ აისახება, თუმცა კონსულტაციებს არ გამორიცხავს.
მოქმედი კონსტიტუციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 6 მაჟორიტარული წესითაა არჩეული. ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია.