22, ივლისი 2019 20:35:00
ქალები, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ. ბენზინგასამართი სარგურის ოპერატორები ბათუმიდან. რა სირთულეებს უკავშირდება იზოლდას და ლამარას ყოველღიურობა? ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
იზოლდა ბერიძე ბათუმში მდებარე ერთ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. 42 წლის ასაკში ქალისთვის უჩვეულო სამსახურის დაწყება მრავალფეროვნების სიყვარულმა და დაუზარლობამ გადააწყვეტინა. ამბობს, რომ საქმიანობა მასთან ახლოსაა. ყვება, რომ მშენებლობაზეც კი იყო დასაქმებული.
გვითხრა, რომ ყველაზე მეტად მისი აქ დანახვა ქალებს უხარიათ და ყველაზე მეტ კომპლიმენტს მათგან ღებულობს. ამბობს, რომ თანამშრომლებისა და მომხმარებლებისგან, მხოლოდ, პოზიტიურ დამოკიდებულებას გრძნობს და ერთადერთი რაც აღიზიანებს სქესის გამო, საქმიანობაში შეღავათების გაწევის მცდელობაა. ამის საშუალებას კი არავის აძლევს.
ქალი, რომელიც აქამდე მშენებლობაზე და ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ახლო მომავალში ინგლისურის სწავლას აპირებს. ასე უცხოელ მომხმარებლებთან ურთიერთობა გაუმარტივდება
ლამარა შალიკაშვილი იმავე ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. მისთის მაგალითი იზოლდა ბერიძე აღმოჩნდა. 59 წლის, ყოფილი სამეჯლისო ცეკვების ჩემპიონისთვის, სამსახური ხელოვნების პატარა ნაწილია.
ოჯახის წევრები მის ახალ სამსახურს გაგებით მოეკიდნენ. მომხმარებლებისგან ძირითადად პოზიტივს ღებულობს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.
ამბობენ, რომ სიძლიერესთან ერთად, მთავარი ქალურობის შენარჩუნებაა და მუდმივად ცდილობენ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. თვლიან, რომ გარკვეული პროფესიების ქალის ან კაცისთვის მიკუთვნება, მხოლოდ სტერეოტიპებია.