08, აგვისტო 2019 21:25:00
ზურაბ ნაჭყებიას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 8 აგვისტოს ჰქონდა, „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება “. ეს ის სიტყვებია რომელიც მეუღლემ მისგან ბოლოს გაიგონა.
რუსული კასეტური ბომბით ის ცხინვალში მაშინ დაიჭრა, როცა ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოყავდა. გმირის ამოცნობა ოჯახმა მხოლოდ დნმ-ს საშუალებით შეძლო.
ომი და დაძაბულობა ოჯახისთვის უცხო არ იყო, რადგან თავადაც აფხაზეთიდან იყვნენ დევნილები. ერთხელ უკვე ომგამოვლილი, ისევ რუსულმა აგრესიამ იმსხვერპლა.
საამაყო და ამავდროულად სევდიანიც. შვილები მამის სახელით ამაყობენ და 11 წლის წინანდელ აგვისტოს ემოციებზე საუბრობენ.
რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მამის ფოტოებს შვილები სოციალურ ქსელში, ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ წააწყდნენ.
ზურაბ ნაჭყებია ბათუმში 25-ე ბრიგადაში, შემდეგ კი სენაკსა და ვაზიანში მსახურობდა. სამშობლოს ერთიანობისთვის ის 42 წლის ასაკში დაიღუპა. გმირი თანამებრძოლეებთან ერთთად მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.